ეკა ბესელია: ,,ამომრჩეველთა ლიგის” დამფუძნებლებს ვიცნობ და არანაირი ბარიერი არ მაქვს

ეკა ბესელია: ,,ამომრჩეველთა ლიგის” დამფუძნებლებს ვიცნობ და არანაირი ბარიერი არ მაქვს
 02.04.2012


ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით,  ,,ამომრჩეველთა ლიგის“  დაფუძნებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

,,პერსონალურად დამირეკეს და მთხოვეს მისვლა და მივედი. ჩემი იქ ყოფნა, არანაირი ოფიციალური სტატუსით არ ყოფილა.  ვიყავი, როგორც უფლებადამცველი, როგორც ადამიანი. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს ვიცნობ და არანაირი ბარიერი არ მაქვს არ მივსულიყავი“-განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება,  ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ამომრჩეველთა ლიგის“  შემდგომ თანამშრომლობას, ბესელია აცხადებს, რომ  ამ ორი ორგანიზაციის  რაიმე ტიპის შემდგომ  ურთიერთობებთან დაკავშირებით,  ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

,,თუ ,,ქართული ოცნება“  და მისი ლიდერი  ჩათვლის ან იქნება მათ შორის თანამშრომლობა ამაზე თვითონ განაცხადებენ“, – განაცხდა ბესელიამ.

,,ქართული ოცნების“ ლიდერის პირადი ადვოკატი,  ,,ამომრჩეველთა ლიგის“ ორგანიზებით 28 აპრილს მანიფესტაციაში, სახელწოდებით ,,თავისუფალი არჩევნებისთვის“ მონაწილეობის მიღებას აპირებს.

,,მე პირადად,  სოლიდარობის ნებისმიერ კამპანიასა და  სოლიდარობის ნებისმიერ აქციას, რომელიც ამ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ იმართება,  ყოველთვის ვმონაწილეობ. ესეც აქციებსა და ღონისძიენებში ბუნებრივია, არანაირი ბარიერი არ მაბრკოლებს“, – განაცხადა ბესელიამ.

ხოლო ,,ამომრჩეველთა ლიგის“ დაფუძნებაზე ყოფნის გამო,  საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის გასაქარწყლებად, რომ ის ,,ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ბესელია  აცხადებს, რომ  ,,ქართულ ოცნებაში“ არის და  წამოსვლას არ აპირებს.

,,არა რას ამბობთ? როგორ უნდა შევძლო ყველას ეჭვების გაფანტვა? რაც ივანიშვილის გვერდით ვარ ასეთი  რაღაცები მესმის. ,,ქართულ ოცნებაში“ ვარ და არსაიდან წამოსვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბესელიამ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში ,,ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა. ,,ამომრჩეველთა ლიგა“  ყოფილმა პარლამენტარმა კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ დააფუძნეს. ორგანიზაციას ასევე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და გია ყარყარაშვილი შეუერთდნენ.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s