ესტონელი გენერლის ვიზიტი თბილისში

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფენა ესტონეთის დელეგაცია, ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსი ბრიგადის გენერლის რიჰო ტერასის მეთაურობით. ესტონელ სტუმრებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ამასთან, ისაუბრეს სამშვიდობო მისიების ეფექტურად წარმართვის გზებზე და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. ვიზიტის ფარგლებში, გენერალმა რიჰო ტერასმა გუდაურში გახსნა სემინარი -„თავდაცვის ეროვნული უმაღლესი კუსი.” ეს სემინარი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ფართო საზოგადოებისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობაა. ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსი ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისს” ესტუმრება.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s