სირიის მეგობრების“ კონფერენციამ სირიის ოპოზიციას ნდობა გამოუცხადა

სირიის მეგობრების“ კონფერენციამ სირიის ოპოზიციას ნდობა გამოუცხადა
02/04/2012
friends_of_syria.jpgსტამბულში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სირიის მეგობრები“  დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო 70 ქვეყნისა და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლობამ.
სტამბულის სამიტის შედეგად, მოლაპარაკებების პროცესში მთავარ მოკავშირედ სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭო აღიარეს.
როგორც vesti.ru იუწყება, მიღებული კომუნიკეს ტექსტში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟიუპე აღნიშნავს,  რომ სირიის ოპზიციის ეროვნული საბჭო ვლინდება მთავარ მოკავშირედ და  მისი თაოსნობით „სირიის მეგობრები“   ყველა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებენ.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დროის გარკვეულ შუალედში დაეკისრა გეგმის შესრულება, რომელიც სირიის კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს.  აღნიშნული გეგმა წარდგენილი იყო გაეროსა და არაბული ქვეყნების ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის მიერ.  გეგმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, პირველ რიგში ითვალისწინებს მხარეების მიერ საომარი მოქმედების შეჩერებას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაზარალებულთათვის.
ცნობისთვის, „სირიის მეგობრების ჯგუფის“  შექმნის იდეა ღიად გაცხადდა 2012 წლის თებერვლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s