ერკი ტუოიომია

ერკი ტუოიომია - არ გვინდა ჩვენს ტერიტორიებთან ახლოს ახალი სამხედრო კონფლიქტი ვნახოთ

ერკი ტუოიომია – არ გვინდა ჩვენს ტერიტორიებთან ახლოს ახალი სამხედრო კონფლიქტი ვნახოთ
საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში არსებული  პრობლემები და მათი მოგვარების გზებია. ამის შესახებ განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერიკ ტუომიოიამ მის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაერთიანებს ესაა, ის რომ არ გვსურს ვიხილოთ ახალი შეიარღებული კონფლიქტი, დაპირისპირება ან რაიმე მსგავსი” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ყოველთვის ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს, მათ შორისაა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებიც.

ერიკ ტუომიოიამ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინეთის მიერ შეტანილი წვლილიც აღნიშნა.

მისი თქმით, ფინეთის მოქალაქეები აღნიშნულ მისიაში აქტიურად მუშაობენ.

“ვაფასებთ მათ მუშაობას ამ რთულ გარემოებებში, ვფიქრობ, ფინეთის დამოკიდებულება მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში სწორედ ამ მისიაში შეტანილი წვლილში გამოჩნდა” – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმა მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

იგი კავკასიური ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, ასევე ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საქართველოდან იგი ერევანში გამეგზავრება.

03.04.2012
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s