თარგამაძე – ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია.

თარგამაძე – ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია
თარგამაძე – ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია.
„ის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის, რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის წინაშე, სხვა ამავე პრობლემის მქონე ადამიანებისგან არ გამოარჩევს“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს, თავის დროზე, მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა და როგორც მინიმუმ, ის ამ საკითხს გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულვებელყო.
„აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს“ – განაცხადა თარგამაძემ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი – ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

 

 

04.04.12

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s