კუბლაშვილი – არავინ არ აპირებს, რომ ივანიშვილისგან ტანჯული წარმოაჩინოს

კუბლაშვილი – არავინ არ აპირებს, რომ ივანიშვილისგან ტანჯული წარმოაჩინოს
კუბლაშვილი – არავინ არ აპირებს, რომ ივანიშვილისგან ტანჯული წარმოაჩინოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, „არავინ არ აპირებს, რომ ივანიშვილისგან ტანჯული წარმოაჩინოს“.  ასეთი შეფასება გააკეთა კუბლაშვილმა კითხვაზე – ემუქრება თუ არა ივანიშვილს საქართველოდან დეპორტაცია.
„არანაირ პოლიტიკურ პროცესებს მოქალაქეობის საკითხი არ უკავშირდება. მოქალაქეობის საკითხი სამართლებრივი საკითხია და მის მიმართ მხოლოდ სამართლებრივი შედეგები დგება. პოლიტიკური საკითხები, რომელიც პარტიის რეგისტრაციას უკავშირდება, ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ არის. ნებისმიერ პარტიას თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირდეს, საარჩევნო კამპანია აწარმოოს, საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდეს“ – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი – ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s