მოსამართლემ გათავისუფლებულ პედაგოგს და დირექტორს მორიგება ურჩია

გორის რაიონულ სასამართლოში, მე-9 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ია ბჟალავას სარჩელის განხილვა დაიწყო. სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ახლადდანიშნულ დირექტორს ელენე ხაჩიძეს, უკანონო ბრძანების გამოცემის გამო, ედავება. პროცესს უამრავი ადამიანი სოლიდარობის ნიშნად თვალყურს ადევნებდა. მათ შორის, სხვა და სხვა სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგებიც. სხდომა 2 კვირით გადაიდო, ხოლო მოსამართლემ, მიუხედავად სკოლის იურისტის ეკა ხუციშვილის კატეგორიული უარისა, მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა.

ია ბჟალავას წარმომადგენლის ქეთი ბებიაშვილის თქმით, სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, მოსარჩელე მზადაა
მე-9 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ეკა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მორიგება შეუძლებელია. ,,მე ვიცი ჩემი წარმომადგენლის პოზიცია, ამდენად გამოვრიცხავ რაიმე მორიგებას”. თუმცა, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მხარეებს შეახსენა, რომ ვინაიდან მომდევნო სხდომამდე ასეთი ტიპის მოლაპარაკების დაწყებაზე შეზღუდვები არ არსებობს, შესაძლებლობა აქვთ, ამ მხრივ იზრუნონ.განაცდურის ანაზღაურებაზე უარი თქვას. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის დაბრუნება. ის მოწოდებით პედაგოგია, ამავე დროს სერთიფიცირებულია, ხოლო მორიგების შემთხვევაში, განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა, ჩვენის მხრიდან პრობლემა არ იქნება” – განუცხადა მოსამართლეს ბებიაშვილმა.

რაც შეეხება პროცესს, ის ზუსტად დათქმულ დროს დაიწყო. დახუთული მცირე დარბაზი ხალხით გაივსო და იმის საშიშროებაც შეიქმნა, რომ პროცესის გასაშუქებლად ერთადერთი ჟურნალისტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიდან ვერ დასწრებულიყო.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა, სხდომის დასაწყისში, მოსარჩელე მხარის პოზიცია მოსამართლის აცილების თაობაზე გააჟღერა. აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლე პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა. ია ბჟალავას მხარე პაპუაშვილის აცილების მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ ჯერ კიდევ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ თამაზ მაყაშვილს რამდენიმე დღიანი პატიმრობა სწორედ, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა შეუფარდა. სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ია ბჟალავას მეუღლის თამაზ მაყაშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. სხვათა შორის, აღნიშნული ანგარიში პაპუაშვილმა ია ბჟალავას საქმეში მტკიცებულებად სცნო.

მე-9 სკოლის დირექტორი, შესაგებებელ სარჩელში, სახალხო დამცველის ამ ანგარიშს, საქმეში მტკიცებულებად არდაშვებას ითხოვდა. სკოლის დირექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ია ბჟალავას საქმესთან ამ დოკუმენტს არანაირი არსებითი კავშირი არა აქვს. მოსამართლე პაპუაშვილმა სკოლის დირექტორის წარმომადგენლის პოზიცია არ გაითვალისწინა და ანგარიში საქმეს დაურთო. მოტივი იმით ახსნა, რომ ეს მტკიცებულება არ არის კანონდარღვევით მოპოვებული.

პროცესზე გაირკვა, რომ მე-9 სკოლის დირექტორმა ელენე ხაჩიძემ ია ბჟალავას პირადი საქმე, ფაქტობრივად, არ გადასცა. ,,ჩვენ სკოლიდან პედაგოგ ია ბჟალავას პირადი საქმე გამოვითხოვეთ. მოგვაწოდეს მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი, ისიც დაუმოწმებელი სახით. ამდენად ვითხოვთ მოსამართლისგან, რომ სკოლა დაავალდებულოს ამ ქმედების განხორციელებაში” – განაცხადა ია ბჟალავას ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა.

მე-9 სკოლის წარმომადგენელმა ეკა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ პედაგოგს ყველა ის დოკუმენტი მიეწოდა, რომელიც სკოლაში მის შესახებ არსებობს. ,,როგორც ჩემთვის ცნობილია, სკოლას სხვა დოკუმენტები არ გააჩნია” – თქვა ხუციშვილმა.

ამაზე მოსამართლემ სკოლის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი – ,,როგორც ჩემთვის ცნობილია” – არ გამოდგება.

,,რადგან მხარეებს შორის დავა უნდა გადაწყდეს შეჯიბრებითობის პრინციპით, ანუ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა განგვიმარტოთ, თუ რატომ არ შეიძლება სკოლაში არსებობდეს ია ბჟალავას საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები. კერძოდ, არა აქვს სკოლას შრომის წიგნაკი? დანიშვნის ბრძანება? ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანის ბრძანება? და ა.შ. საქმეს დაზუსტებული ინფორმაცია სჭირდება” – განაცხადა მოსამართლემ.

მე-9 სკოლის დირექტორის ელენე ხაჩიძის წარმომადგენელმა მიუგო, რომ სკოლას მსგავსი დოკუმენტები არ გააჩნია. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ელენე ხაჩიძის პოზიცია არ გაიზიარა და სკოლას, განჩინებით, პედაგოგ ია ბჟალავას პირადი საქმის გამოთხოვა დაავალა.

,,დაევალოს მე-9 საჯარო სკოლას, საოქმო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ია ბჟალავას პირადი საქმე, აკინძული, დამოწმებული სახით წარმოადგინოს.” – ბრძანა მოსამართლემ.

რაც შეეხება მოწმეებს, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პროცესზე საჭიროა ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ივანე ნუსხელიძე, ასევე გორის მე-9 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარინე მახარაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შალვა სრესელი, თვით ია ბჟალავას მეუღლე თამაზ მაყაშვილი და თამაზ მაყაშვილის მეგობარი ზაალ ბუცხრიკიძე დაიკითხნონ.

როგორც ირკვევა, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ია ბჟალავა, ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო. ამ დროს, მმართველი პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის” შტაბის კოორდინატორი ივანე ნუსხელიძე ია ბჟალავას მეუღლეს თამაზ მაყაშვილს შეხვდა და სთხოვა, რომ მისმა მეუღლემ გაყალბებულ ოქმებს ხელი მოაწეროს. თამაზ მაყაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ნუსხელიძე ამ ოქმების ხელმოუწერებლობის შემთხვევაში სკოლიდან ია ბჟალავას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,,ივანე ნუსხელიძე არის ჩემი ძველი მეგობარი, ჩვენ ერთად ვიყავით ეროვნულ მოძრაობაში წლების წინ. ის მოვიდა 2010 წელს და მითხრა, რომ პარტიულ შტაბში ყველაფერი იციან. თუ ია ბჟალავა ოქმებს ხელს მოაწერდა, მას პრობლემა სამსახურში არ შეექმნებოდა” – ამბობს თამაზ მაყაშვილი.

სწორედ, ამ ფაქტის გამო, მოსარჩელე მხარე ივანე ნუსხელიძის დაკითხვას ითხოვდა. მოსამართლემ გაიზიარა მე-9 სკოლის დირექტორის წარმომადგენლის ეკა ხუციშვილის პოზიცია და მიიჩნია, რომ თითქოს ნუსხელიძის დაკითხვას ია ბჟალავას გათავისუფლების საქმეში არსებითი კავშირი არა აქვს.

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სასამართლოზე თამაზ მაყაშვილის ცნობა ,,თავისუფალი დემოკრატების” პარტიული წევრობის შესახებ დასაშვებად იცნო, ხოლო ის მოთხოვნა, რომ პროცესზე ახსნა-განმარტების მისაცემად, კონკრეტულად სკოლის დირექტორი ელენე ხაჩიძე დაებარებინათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ პროცესზე ხაჩიძის ნაცვლად, ეკა ხუციშვილის არსებობა არანაირ პრობლემას ქმნის.

სასამართლოში დაბარებას, ელენე ხაჩიძის მსგავსად, გორის რესურსცენტრის უფროსი შალვა სრესელიც გადაურჩა. როგორც ია ბჟალავას მეუღლე, თამაზ მაყაშვილი აცხადებს, მეუღლის გათავისუფლებამდე რესურცენტრის უფროსს პირადად შეხვდა. სრესელს განუცხადებია, რომ ია ბჟალავას გათავისუფლება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოითხოვა. მოსამართლე პაპუაშვილმა ეს ამბავი საქმესთან ,,ვერ დააკავშირა.”

თამაზ მაყაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი ამ ხალხს სასამართლოში დაიბარებდნენ და დაკითხავდნენ, მოსამართლე დარწმუნდებოდა იმაში, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

,,ამ შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის გამო ძალიან ბევრი საკითხი დარჩება მოსამართლის ყურადღების მიღმა. ჩემი მეუღლის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფაქტორი უძღოდა წინ. თუნდაც ის, რომ მე წინამორბედ გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს შევხვდი ამ საკითხზე. ჩემი მეუღლის გათავისუფლების საკითხი ხომ მუდმივად იდგა. მე ზურაბ არსოშვილს ავუხსენი საქმის ვითარება, ავუხსენი ისიც, რომ ჩემი მეუღლე მოწოდებით პედაგოგია და ის უფრო სკოლას სჭირდება. რატომღაც მის პერიოდში ჩემი მეუღლის გათავისუფლებაზე საუბარი შეწყდა. როგორც კი, გუბერნატორად გიგა ტატიშვილი დაინიშნა, ეს თემა ისევ წინ წამოიწია და შედეგიც სახეზე გვაქვს” – ამბობს თამაზ მაყაშვილი. გიგა ტატიშვილი 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, გორის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, რომელიც იმ პერიოდში გორის მაჟორიტარ დეპუტატს წარმოადგენდა პარლამენტში.

და ბოლოს, გორის სასამართლომ, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი დატოვა ყურადღების მიღმა. მოსარჩელე მხარე მე-9
,,ყოფილმა დირექტორმა მარინა მხარაშვილმა ეს არ ჩაიდინა, მან არ შეასრულა დაკვეთა ჩემი გათავისუფლების შესახებ და ბოლოს, მას მიადგნენ. გამოუგზავნეს გენინსპექცია და საკმაოდ უსუსური არგუმენტებით გაათავისუფლეს სკოლიდან. როგორც კი დირექტორად ელენე ხაჩიძე დაინიშნა, ჩემი გათავისუფლების შედეგიც დადგა. ამდენად, მარინა მახარაშვილის დაბარებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იქნებოდა საქმის განხილვისთვის” – ამბობს ია ბჟალავა.სკოლის ყოფილი დირექტორის მარინა მხარაშვილის დაკითხვასაც ითხოვდა. ია ბჟალავას თქმით, მარინა მახარაშვილს დიდი ხნის განმავლობაში მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

11 აპრილის სხდომა გადაიდო. სკოლიდან პირადი საქმის გამოთხოვას დრო სჭირდება. მომდევნო სხდომისთვის მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მხარეებს მტკიცებულებების გამოთხოვის ეტაპზე დარჩენა შესთავაზა.

,,ჩემი აზრით, დავრჩეთ მტკიცებულებების გამოთხოვის ეტაპზე, ვნახოთ რას წარმოადგენს სკოლა მომდევნო სხდომისთვის. შესაძლოა, მხარეებს კიდევ რაიმე მტკიცებულებების გამოთხოვის სურვილი გაუჩნდეთ და ამის შემდეგ გადავიდეთ მთავარ განსახილველ სხდომაზე” – განაცხადა მოსამართლემ. მომდევნო სხდომა 25 აპრილს 14 საათზე გაიმართება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s