შალვა ოგბაიძე ჯარიმების გამკაცრებას მოახლოებული არჩევნებისთვის ბიუჯეტის შევსებას უკავშირებს

შალვა ოგბაიძე ჯარიმების გამკაცრებას მოახლოებული არჩევნებისთვის ბიუჯეტის შევსებას უკავშირებს

 წყარო: ,,ნიუსპრესს”
შალვა ოგბაიძე ჯარიმების გამკაცრებას მოახლოებული არჩევნებისთვის ბიუჯეტის შევსებას უკავშირებს
ხელისუფლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამკაცრება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის  ბიუჯეტის შევსებას და მოქალაქეებში შიშის დანერგვას უკავშირდება. ამის შესახებ “ნიუსპრესს” საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა.
როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ ცხადი გახდება, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ჯარიმების გამკაცრება სხვა მიზნებს უკავშირდება.
მისი თქმით, მოქალაქეები ხედავენ როგორ კვეთენ დაბურულმინებიანი ავტომობილები ორმაგ ღერძულა ხაზს და შუქნიშნის წითელ შუქზეც როგორ გადიან.
“ვისთვისაა ჯარიმების გამკაცრება განკუთვნილი? ვინც არღვევვს მათ არ აჩერებენ და არ აჯარიმებენ, ხოლო ვინც ნაკლებად არღვევს მათ ისეთ შეუსაბამო ჯარიმას უწესებენ, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს” – განაცხადა მან.
ამასთან, ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დაწესებული ჯარიმა მოქალაქის საშუალო სტატისტიკურ ხელფასს უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც საშუალო ხელფასი 300-400 ლარია, ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის 100 ლარამდე გაზრდა რეალობასთან შეუსაბამოა.
“დასკვნა მარტივია – ამ სიმკაცრეს არა დანაშაულის პრევენციის, არამედ მოქალაქეთა დასჯის ხასიათი აქვს. მეორე და მთავარი მიზეზი კი – მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, სადაც მსგავსი საშუალებებით მოქალაქეთა ჯიბის დაფერთხვის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება ხდება” – განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებულია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე იზრდება, საავარიო ვითარების თუ საცობის შექმნისთვის კი – 200 ლარამდე.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s