„I CULTURE ORCHESTRA”-ს პრეზენტაცია გაიმართება
აღმოსავლური პარტნიორობის ორკესტრის „I CULTURE ORCHESTRA” პრეზენტაცია-პრესკონფერენცია ხვალ თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორკესტრი პოლონეთის კულტურის სამინისტროს პროექტია.
საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი და თბილისის კონსერვატორია მიიღებენ.
ხვალ თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება შერჩევითი მოსმენები ორკესტრისთვის ქართველი ახალგაზდა მუსიკოსების შესარჩევად.
მიმდინარე წელს ორკესტრი აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში ტურს გამართავს. საქართველოში კონცერტი პირველ სექტემბერსაა დაგეგმილი.
პრეზენტაციაში მონაწილეობას ორკესტრის მენეჯერი ევა მური და ქართველი პარტნიორები მიიღებენ.
Advertisements