საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წარმომადგენლები ჩამოდიან

საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წარმომადგენლები ჩამოდიან

საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წარმომადგენლები ჩამოდიან
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მოწვევით საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წევრები და მისი ლიდერი ვიტალი კლიჩკო ჩამოდიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტაინ-დემოკრატებიდან“ აცნობეს, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები „უდარის“ დელეგაციას დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან. ამის შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ და „უდარის“ დელეგაციის შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკურ პარტიასთან და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა ქართველი „ქრისტიან-დემოკრატების“ საქმიანობა გავაცნოთ უკრაინელ მეგობრებს“ – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
უკრაინელები ხვალ საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან, სადაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდებიან.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s