პატრიარქი – ადამიანს მტკიცე რწმენა უნდა ჰქონდეს

პატრიარქი - ადამიანს მტკიცე რწმენა უნდა ჰქონდეს

პატრიარქი – ადამიანს მტკიცე რწმენა უნდა ჰქონდეს
ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე რწმენა და განსაცდელის არ უნდა შეეშიდეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს აქვს მტკიცე რწმენა, ყველა განსაცდელი დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს.
„საქართველო გაიხარებს, რადგან იგი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელია“- განაცხადა ილია მეორემ.
მან მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული და უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ ქართველებს და მთელ მსოფლიოს მოწყალება არ მოაკლოს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ შუა ტაძარში აღმართულ ჯვარს, რომელიც შექმნილია მირიან მეფის, წმინდა ნინოს, დედოფალ ნანას და პირველი ეპისკოპოსის იოანეს მიერ. იგი მეოთხე საუკუნის ჯვარია“- ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ეს არის სასწაული და საქართველოს უდიდესი სიწმინდე.
პატრიარქმა განმარტა, რომ ეს ჯვარი გამოთლილია აქატის სასწაულმოქმედი მასალისგან, რომლითაც ცხოველები იკურნებოდნენ. ამ ხისგან იოანე ეპისკოპოსისი ლოცვა-კურთხევით სამი ჯვარი გაკეთდა.

„ერთი ეს არის, მეორე სვეტიცხველშია, მესამე კი – განადგურებულ იქნა. ჯვარი, რომელსაც ახლა ვხედავთ, თხოთის მთაზე იყო აღმართული. ეს ის ადგილია, სადაც მირიანს დაუღამდა თვალთაგან და შემდეგ ღმერთმა მას ჭეშმარიტი სარწმუნოება მისცა“-აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ თხოთის ჯვარს უდიდესი ძალა აქვს.
პატრიარქის ბრძანებით, ჯვარი მუზეუმში ინახებოდა, შემდეგ კი ეკლესიას გადასცეს, რათა ერს მის წინაშე ლოცვის საშუალება ჰქონოდა.
„მომავალი კვირა არის ჯვრების ამაღლების დრო. ეს ჯვარი სვეტიცხოველში იქნება გადატანილი, სადაც წირვას მეუფე იაკობი შეასრულებს. მძიმე დროა, მაგრამ ჩვენთან არს ღმერთი“-ბრძანა პატრიარქმა.
მან დღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები და რამდენიმე გვარი დალოცა.
უწმინდესმა ასევე საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ექვს სტუდენტს სტიპენდიები გადასცა.

წყარო: ნიუსპრესი
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s