ეკა ბესელია – „ქართული ოცნებისთვის“ რეგისტრაციაზე უარის თქმისთვის მიზეზი არ არსებობს

ეკა ბესელია - „ქართული ოცნებისთვის“ რეგისტრაციაზე უარის თქმისთვის მიზეზი არ არსებობს

ეკა ბესელია – „ქართული ოცნებისთვის“ რეგისტრაციაზე უარის თქმისთვის მიზეზი არ არსებობს
იუსტიციის სამინისტრომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთი თვის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს.
როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ „ნიუსპრესს“ განუცხდა, პარტიის დარეგისტრირებაზე უარის თქმისთვის მიზეზი არ არსებობს.
დღეს პარტიის წარმომადგენლებმა – ეკა ბესელიამ, მანანა კობახიძემ და ნოდარ ხადურმა, იუსტიციის სამინისტროში პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარადგინეს. დოკუმენტებს შორისაა პარტიის წესდება, აღმასრულებელი ყრილობის ოქმი, პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები, ატრიბუტები და იმ ესკიზების ნიმუშები, რასაც პარტია საქმიანობისას გამოიყენებს, ასევე, პარტიის წევრი 2 201 მოქალაქის ხელმოწერა.
„სავალდებულო იყო პარტიის წევრთა 1000 ხელმოწერა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი წარვადგინეთ“ – განაცხდა ბესელიამ და აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, პარტიამ სადამფუძნებლო დოკუმენტები იუსტიციის სამინისტროს ყრილობიდან ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.
ბესელიას თქმით, თუ სამინისტრო პარტიას თავის გადაწყვეტილებას არ აცნობებს, იგი ავტომატურად დარეგისტრირებულად ჩაითვლება.
„ყველაფერი წესრიგშია, ყრილობას კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის ნოტარიუსი ოთარ ზოიძე ესწრებოდა. მან დაამოწმა ყველა დოკუმენტი, მათი სისწორე და ნამდვილობა და დარწმუნებული ვარ, ფორმალური მიზიზიც კი არ არსებობს, რომლითაც შეიძლება პარტიას დარეგისტრირებაზე უარი ეთქვას“- დასძინა დასასრულს ბესელიამ.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s