საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, კონკურსს – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებისთვის“ აცხადებს.
კონკურსის წესები და პირობები დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს თავად გააცნო.
მისი თქმით, ამ კონკურსით ევროკავშირი ქართულ ჟურნალისტიკაში სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს.
„თავისუფლება ძალიან რთული რამაა. ქვეყნები, სადაც მასმედიის თავისუფლება არ არსებობდა არ არის კარგი მაგალითი. არ გაგიკვირდეთ, რომ ჟურნალისტიკაში პრობლემები იქნება, ეს ნორმალურია. ჩვენი მცირე წვლილია მონიტორინგი, გამოცდილების გაზიარება და კონკურსების ჩატარება“- განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე თქმით, კონკურსი ქართველ ჟურნალისტებში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონკურსში -„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებისთვის“ მონაწილეობა პროფესიონალ ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ვებ-გვერდის სპეციალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ.
ის საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი მოიპოვებს გამარჯვებას, რომელიც 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე ბეჭდვითი მედიის, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების მეშვეობით გამოქვეყნდება. გამარჯვებული სამ კატეგორიაში დასახელდება – საუკეთესო საგამოძიებო რეპორტაჟი ან სტატია; საუკეთესო ტელე/ან რადიო რეპორტაჟი; საუკეთესო ვებ-გვერდი/ბლოგი/სოციალური მედია.
კონკურსის გამარჯვებულს 7-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც ელჩი ფილიპ დიმიტროვი, 3 ქართველი და 3 ევროპელი ჟურნალისტი შევა.
კონკურსის პირობები, წესები და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 15 ოქტომბერია.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s