ქართულ უნივერსიტეტში ილია მეორის ფოტოების გამოფენა გაიხსნა

ქართულ უნივერსიტეტში ილია მეორის ფოტოების გამოფენა გაიხსნა

ქართულ უნივერსიტეტში ილია მეორის ფოტოების გამოფენა გაიხსნა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების 80-ე და აღსაყდრების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით პატრიარქის ფოტოების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს. გახსნას პატრიარქი ესწრება.
გამოფენაზე ქართულ უნივერსიტეტში დაცული და არქივიდან აღებული 50-მდე ფოტოა წარდგენილი.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო გაიმართება. ნაჩვენები იქნება დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი „ნათელი იგი“, რომელიც მამა-შვილის ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებას ეძღვნება.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამაჩემს კიდევ ერთხელ იხსენებენ, ამისთვის დიდ მადლობას პირველ რიგში პატრიარქს ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან ძალიან დიდი დროა გასული, ასეთი ღონიძიება მაინც მნიშვნელოვანი და აქტუალურია“-განაცხადა ზურაბ ჭავჭავაძის ქალიშვილმა ნინო ჭავჭავაძემ.
ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, პატრიარქის ფოტოები საგამოფენო დარბაზში დარჩება, რომლის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s