თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოგამოფენა ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე“ გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოგამოფენა ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე“ გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოგამოფენა ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე“ გაიხსნება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში ხვალ ფოტოგამოფენას ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე“ გახსნის.

როგორც „ნიუსპრსს“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს ფოტოგამოფენის ავტორი მარიუს ვიდერინსკია. გამოფენა პოლონური მართლმადიდებლური ეკლესიის ყოველდღიურობას ასახავს, რომელიც თორმეტი მოციქულის ქრონოლოგიურ მოღვაწეობას ფოტოების სახით მოიცავს.

მარიუს ვიდერინსკი ვარშავის ხელოვნების აკადემიის ფოტოგრაფიის ფაკულტეტის ლექტორი, ალტერნატიული ტექნიკის ფოტოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, ვარშავის კინოსკოლის პროფესორი, ,,პოლონელ ფოტოგრაფთა გაერთიანების“ პრეზიდენტია.

იგი პოლონეთში და მის საზღვრებს გარეთ გამართული ოთხმოცდაათზე მეტი ფოტოგამოფენის ორგანიზატორი და კურატორი, ფოტოგრაფიული ვორკ-შოპების ორგანიზატორი, საერთაშორისო ფოტოკონკურსების ჟიურის წევრი და ასევე, კონცერტების სერიის – ,,ფოტოგრაფიული შედეგები“ ინიციატორია.

თბილისში დაგეგმილი გამოფენის კურატორი ვარშავის ხატების მართლმადიდებლური მუზეუმის დირექტორი მიხაი ბოგუცკია. იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. თბილისის ისტორიის მუზეუმთან ერთად მან პროექტები -,,პოლონური ფოლკლორის გამოფენა“ და ,,პოლონური არქიტექტურის გამოფენა“ განახორციელა. რელიგიურ თემაზე შექმნილ ფოტოგამოფენას თავად ავტორი მარიუს ვიდერინსკი და პოლონეთის მართლადიდებლური მუზეუმის დირექტორი მიხაი ბოგუცკი დაესწრება.

წყარო: ნიუსპრესი
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s