მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი მიმდინარეობს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი მიმდინარეობს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს.
მასში თეატრალური უნივერსიტეტის მოცეკვავეთა ანსამბლი „როკვა“ და მომღერალთა გუნი „ქალგულო“, ასევე, ანსამბლი „ერისიონი 2“, ანსამბლი „ურმული“ და ლატვიის ანსამბლი „DRUVA” მონაწილეობენ.
ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მრეწველობის აღლუმის ფარგლებში, გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები, ხალიჩები, თექის პროდუქცია. გარდა ამისა, სტუმარს შესაძლებლობა აქვს ქართული ცეკვის ფორმები, ნაქარგები და ფარდაგები დაათვალიეროს.
ერთ-ერთ პავილიონში, სადაც სამკერვალო ფაბრიკა „ჯეოსპორტის“ ნაწარმია წარმოდგენილი, დამთვალიერებს შესაძლებლობა აქვს, ნაწარმის შექმნის პროცესსაც გაეცნოს.
„ჯეოსპორტის“ წარმომადგენლების თქმით, ისინი სპორტულ ტანსაცმელს კერავენ და აქსესუარებს ამზადებენ.
თავისუფლების მოედანზე სამკერვალო ფაბრიკა „ბათუმი ტექსტილის“ პროდუქციაც არის გამოფენილი, რომელზეც, ძირითადად, ქალის ტანისამოსია წარმოდგენილი.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s