ძიძიგური – საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული პირები, ყველაფერს საკუთარ ანგარიშებში ასახავენ

ძიძიგური – საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული პირები, ყველაფერს საკუთარ ანგარიშებში ასახავენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ეს განცხადება  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
როგორც ძიძიგურმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ფაქტი, რომ კონკრეტულ პიროვნებას თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ, პოლიტიკური უკულტურობის კლასიკური მაგალითია.
მისი თქმით, მომხდარს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება და ისინი, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, საკუთარ ანგარიშში მას აუცილებლად ასახავენ.
„რაც შეეხება თანამშრომლებს, რომლებიც მიმინოშვილს სოლიდარობას უცხადებენ, უმჯობესი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევენ მიმდინარე გამოცდებს, რათა პროცესი არაპროფესიონალებს არ ჩაუვარდეთ ხელში“-განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში ციხეების მინისტრობიდან მოვიდა, შემდეგ მიიყვანა მანდატურები, ახლა კი, პოლიციის აკადემიის რექტორი დანიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად. ძიძიგური მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის მიმართ ასეთი მიდგომა არაპროფესიულია.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s