„დემოკრატიული მოძრაობა“ „ობიექტივს“ სოლიდარობას უცხადებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ „ობიექტივს“ სოლიდარობას უცხადებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს საქართველოში მასმედიის საშუალებებზე ტოტალური კონტროლი და ზეწოლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.
განცხადების თანახმად, ამჟამად, ხელისუფლების დაშინების მთავარი ობიექტი ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ აღმოჩნდა.
„ახალი არ არის ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სიმართლის ეშინია და ცდილობს ჟურნალისტები დააშინოს, რათა განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამოსარიცხად ჟურნალისტებზე ზეწოლა გააძლიეროს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება რეალურ ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლის გაძლიერებას და მასმედიის საშუალებების მონოპოლიზებას შეეცდება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან „ობიექტივის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება 30 მაისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ობიექტივის“ ოფისისა და თანამშრომელთა საცხოვრებელი კორპუსების წინ, სისტემატური ხასიათი აქვს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“, ასევე, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s