მაია მიმინოშვილის ყოფილ თანამშრომლებს ემუქრებიან

მაია მიმინოშვილის ყოფილ თანამშრომლებს ემუქრებიან

გამოცდების ეროვნული ცენტრის სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ზეწოლა და დაშინება ხორციელდება.
ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა  თანამშრომლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერა სთხოვეს.
„გვსურს საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკისა და საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ, უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას“ – განაცხადეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა.
როგორც აღინიშნა, სამსახური ცენტრის 60-მდე თნამშრომელმა დატოვა, თუმცა, ნაწილი სამსახურში დაბრუნდა, რადგან მათი დაშინება მოხდა.
ყოფილ თანამშრომელთა განმარტებით, სამსახურიდან წამოსული ზოგიერთ თანამშრომელთან სახლში პოლიცია მივიდა და ისინი დააშინეს და დაემუქრნენ.
მათივე თქმით, თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, ჯერჯერობით სხვა ფაქტები არ გახმაურება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას გეგმავენ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათი განმარტებით, უმრავლესობა მუშაობას პედაგოგიური და განათლების სისტემის კუთხით გააგრძელებს.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s