ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციას „სახალხო კრების“ წევრებიც ესწრებიან

ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციას „სახალხო კრების“ წევრებიც ესწრებიან

“ქართული ოცნების” ქუთაისში დაგეგმილ აქციას „სახალხო კრების“ წევრები, მათ შორის სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები – სოსო ჯაჭვლიანი  და ლუკა კურტანიძე ესწრებიან.
„ალბათ გახსოვთ 2011 წლის მაისში რაც მოხდა. იმ ავბედითი დღის წლისთავზე სამების ტაძარში პარაკლისი და პანაშვიდი იყო. იქ ბატონი ბიძინა მობრძანდა. 27 მაისს „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიან აქციას სახალხო კრების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მთავარი არ არის ამ კოალიციაში შედიოდე, სახალხო კრება არ არის პარტიული ის ზეპარტიული გაერთიანებაა“ – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
ლუკა კურტანიძის განცხადებით, კი დღეს სამშობლოს გადარჩენის საკითხი დგას.
„სახლში რა გამაჩერებს, როცა ასეთი ამბავია ქვეყანაში, როდესაც იმედი არის ამ რეჟიმის დასრულებისა. ყველგან ვიქნებით სადაც ამ რეჟიმის დასრულებისთვის ადამიანები სიცოცხლის ფასად იბრძოლებენ“-განაცხადა კურტანიძემ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s