რამდენი მილიარდის გადახდას აპირებს ივანიშვილი სააკაშვილისთვის?!

რამდენი მილიარდის გადახდას აპირებს ივანიშვილი სააკაშვილისთვის?!

მანანა კობახიძე: აპატურაის და კლინტონის, ორივე ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქალბატონ კლინტონთან, ასევე ჯეიმს აპატურაისთან. ჩვენ ვისაუბრეთ აპატურაისთან იმ გარემოზე, რაც ხელისუფლების მხრიდან შეიქმნა, უკანონო მოქმედებებზე ქართული ოცნების წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. მან ეს ყველაფერი დეტალურად ჩაიწერა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან სერიოზული ტესტის ჩაბარება ოქტომბერში, თუ როგორ ჩაატარებენ ისინი არჩევნებს და აქვე თქვა, რომ ჩვენი ეს ყველა გზავნილი მათ მიერ ჩატანილი იქნება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. ძალიან დიდი ინტერესით ისმენდა აპატურაი ჩვენს განცხადებებს, აბსოლუტურად ყველა მესიჯი ჩაინიშნა, მან პირდაპირ გვითხრა: ხელისუფლება ვალდებულია, ეს არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ რეალურად უზრუნველყოფილი იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბარი პირობები.

ჯარიმებთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება აბსოლუტურად სწორი. მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, აპირებს თუ არა იგი დაკისრებული თანხის გადახდას. სულ რომ ფეხით სიარული მოგვიწიოს და საწერ-კალმით დავრჩეთ, დამერწმუნეთ, ჩვენ მივალთ ოქტომბრის არჩევნებამდე და ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ. ასეთი ფინანსური სანქციებით ჩვენს აქტიურობას ვერ შეაჩერებენ, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ ოცნებას დაუჭირონ მხარი… თბილისის აქცია, ქუთაისის აქცია და კიდევ სხვა აქციები, ამას დაადასტურებს, ამიტომ ვერ შეგვაჩერებენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

წყარო: ალია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s