ლაშა ამირეჯიბი: “ლევან ბერძენიშვილს ვაკეში აუცილებლად მოვუგებ!”

ლაშა ამირეჯიბი: “ლევან ბერძენიშვილს ვაკეში აუცილებლად მოვუგებ!”

თუ აქამდე კრება მხიარული რჩებოდა, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ან საერთოდ აღარ დარჩება ან საქმე სამხიარულოდ არ ექნება. ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება სიხარულით მიიღეს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ქართული ოცნების“ რიგებიდან იყრიან. თანაკრებელების ნაბიჯით გაოგნებულია ლაშა ამირეჯიბიც, როელმაც თავად გამოთქვა სურვილი ვაკეში ჩემი მაჟორიტარად კენჭისყრის ამბავი ივანიშვილს, კრებასა და საზოგადოებას თქვენი მეშვეობით უნდა გავაგებინოო. (ნინო კომახიძე)

ლაშა ამირეჯიბი: მე და სოსო ჯაჭვლიანი ერთმანეთს ერთი-ორი კვირის წინ შევხვდით. რაღაც-რაღაცეებზე ვისაუბრეთ და ივანიშვილთან არ წავალო, მითხრა. ახლა რა მოხდა ვერ გავიგე. მე და ივანიშვილმა პოლიტიკაზე გაკვრით ვისაუბრეთ, მაგრამ მისგან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. მის კოალიციას ერთადერთი გჰმოსავალი აქვს – რესპუბლიკელების რეიტინგი აბსოლუტური ნულია, თბილისშიცა და საქართველოშიც. მათი გამარჯვების გზა მხოლოდ ისაა, ბიძინამ, როგორც პარაოზმა, ჩაიბას და გაათრიოს უფუნქციო ვაგონებივით. ვინ შეუშალა ივანიშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანებას? რესპუბლიკელებმა, რადგან იყო საშიშროება, ნინო ბურჯანაძეს ივანიშვილი გადაეფარა, მაგრამ 27 მაისს, მასმერე, რაც ბიძინა შედგა როგრც პოლიტიკოსი, ეს საშიშროება აღარ არის!

ახლა კი მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით, ჩემი სურვილი გავაჟღერო – აუცილებლად უნდა შევხვდე ბიძინას. ბევრი წინაღობაა, თინა ხიდაშელი, ესა, ისა.. ამ ყველაფერს უნდა გადაახტე და იწვალო. გადავწყვიტე, ვაკის რაიონში დავაყენო ჩემი კანდიდატურა და პირდაპირ ვამბობ, აუცილებლად გავიმარჯვებ! ჩემი უკან დგას ვაკელების უზარმაზარი რაოდენობა, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ლევან გაჩეჩილაძესთან პატარაობიდან ვმეგობრობ. შემიძლია კენჭი ძალიან ბევრი სხვა პარტიიდანაც ვიყარო. მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად ვასახელებ ჩემ თავს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s