მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებასთან კონსულტაციებს დაიწყებს

მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებასთან კონსულტაციებს დაიწყებს

„სახალხო კრება“ მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას განიხილავს.
აღნიშნულზე კრებამ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე იმსჯელა და მაჟორიტარებთან დაკავშირებით კოსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

როგორც კრება აცხადებს, იგი ყოველთვის ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრე იყო.

„მივიჩნევთ, რომ კოორდინირებული მოქმედებები ოპოზიციურ ძალთა მხრიდან აუცილებელია არსებული რეჟიმის დასამარცხებლად. მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლო შეთანხმება კი, ამ კოორდინირებული ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტია“ – ნათქვამია კრების განცხადებაში.

ამასთან, კრებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება არ გულისხმობს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას.

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა ცოტა ხნის წინ კრებაში შემავალ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა კონსულტაციები დაიწყონ წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად იმისთვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.

„სახალხო კრებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები „დემოკრატიულ მოძრაობას“, მოძრაობა „თეთრებსა“ და „თავისუფალ საქართველოს“ შორის აქტიურად მიმდინარეობს. ასევე აღინიშნა, რომ ისინი აწარმოებენ ინტენსიურ, მუდმივ შეხვედრებს საკუთარი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ადგილებზე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და მთელი ქვეყნის მაშტაბით წინასაარჩევნო მდგომარეობის დინამიკასთან დაკავშირებით ზუსტი ანალიზი გაკეთდეს.

რაც შეეხება ივანიშვილის შეთავაზებას, კოალიციის ლიდერმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ “სახალხო კრების” წევრებისადმი მას აქვს სურვილი და შეთავაზება. აღნიშნული წინადადების თანახმად, თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭრს მხარს.

წყარო: ნიუსპრესი
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s