სოსო ჯაჭვლიანი ალიას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს უმხელს

სოსო ჯაჭვლიანი ალიას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს უმხელს

სოსო ჯაჭვლიანი: შეხვედრას ვესწრებოდით მე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე და ლუკა კურტანიძე. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია და სურვილი დაადასტურა, ძალიან კარგი იქნება, თქვენგან მაჟორიტარები რომ წარვადგინოო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან კარგად მივიღეთ. ახლა უკვე გვაინტერესებს, როგორ შევჯერდებით, ის ელოდება ჩვენს პასუხებს, ანუ კანდიდატებს, სიტყვა ჩვენზეა.

ჩვენ რომ ვუთხარით გურამ ფირცხალავა, ბატონმა ბიძინამ თქვა, ნეტა იყოს ფირცხალავაო. ახლა გურამი აქ არ არის, უცხოეთშია, ჯერ არ ვიცით, რას იტყვის. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, დავსხდებით, შევაჯერებთ და თანხმობის შემთხვევაში წარვადგენთ. ვნახოთ, წინასწარ არ მინდა, რომ კანდიდატებზე ვილაპარაკო. გიამ უარი უთხრა, ქალბატონი ნონაც უარს ამბობს, მე ამხელა დატვირთვას ვერ გავუძლებ, ადრე ვიყრიდი კენჭს და ვიცი, რა მძიმე საქმეცააო. მოკლედ, ივანიშვილი ელოდება ჩვენს გადაწყვეტილებას რაც შეიძლება მალე, ამ დღეებში.  თემურ შაშიაშვილზე არ ყოფილა ლაპარაკი, უკვე გითხარი, პარტიებზე თავს იკავებს. ნინო ახსენა, მაგრამ დრო გვაჩვენებს, რა როგორ იქნებაო.

სახალხო კრებიდან არსად არ მივდივართ, ვრჩებით იქ, სადაც ვართ და აქედან გავდივართ მაჟორიტარებად. კაცი გვეუბნება, რაც ბევრი იქნებით, მით უკეთესიო, მეტი რაღა უნდა გვითხრას.

წყარო: ალია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s