თემურ შაშიაშვილი “ქართულ ოცნებას” სახალხო კრებიდან არჩეულ მაჟორიტარებს უწუნებს

თემურ შაშიაშვილი “ქართულ ოცნებას” სახალხო კრებიდან არჩეულ მაჟორიტარებს უწუნებს

თემურ შაშიაშვილი:  პარლამენტში პოლიტიკოსები უნდა შედიოდნენ და არა სპორტსმენები. ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც ცდილობენ, დაშალონ კრება, თუმცა კრება აღმოჩნდა დიდ ქართულ სიმაღლეზე. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევხვდით სახალხო კრების ოთხივე წარმომადგენელს და შედგა ადამიანური საუბარი, სადაც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ არ დასთანხმდა მაჟორიტარობაზე შეთავაზებას, რადგან პარლამენტარობაზე მაღლა უნდა იდგეს და სახალხო კრების თავმჯდომარედ დარჩება. მსოფლიო ჩემპიონი პარლამენტს გარეთ უნდა იყოს, რომ პარლამენტში მყოფ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ იმის განწყობა, რომ გარეთ ეს ხალხია და მათ ემსახურებიან. ხელისუფლება მაჟორიტარებად ფულის ტომრებს ასახელებს და სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილიც არასწორად არჩევს კანდიდატებს. ვისაც ივანიშვილი ასახელებს, ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. პარლამენტში უნდა იყვნენ იურისტები, ეკონომისტები, ფსიოქოლოგები და ასე შემდეგ. ძლიერ ჟურნალისტს ან ძლიერ ექიმს რა უნდა პარლამენტში? როგორ შეიძლება, რომ პარლამენტი იყოს სპორტსმენების

სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ერთად შესთავაზებს საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის შემადგენლობას. კურტანიძე გუშინ შეწუხებული იყო, მე როგორ უნდა ვიყო პარლამენტში და ნინო ბურჯანაძე არაო? ნინო ბურჯანაძე პოლიტიკოსია და ის უნდა იყოს პარლამენტში. ეს არ უნდა ხელისუფლებას და არც -ბიძინა ივანიშვილსაც. ამიტომ საჭიროა ძალა, რომელიც ქართული განწყობით ჩამოყალიბდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s