ლაგოდეხში 29 წლის გიორგი დარეჯანაშვილმა ბიო მარწყვის მოყვანა დაიწყო

strawberries-e1455016954715ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, 29 წლის გიორგი დარეჯანაშვილს ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოჰყავს. დარეჯანაშვილის განცხადებით, მის მიერ მოყვანილი მარწყვი გამორჩეული იმით არის, რომ შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული არაა. მარწყვის პირველი მოსავალი დაახლოებით 3 კვირაში იქნება. გიორგის თქმით, ბიო მარწყვი საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში გაიყიდება და კილოგრამის ფასი ზამთარში 15, გაზაფხულზე კი 5 ლარი იქნება.

როგორც გიორგი დარეჯანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„დღესაც ვესაუბრე ერთ-ერთი სუპერმარკეტის წარმომადგენელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებაზე თანახმაა. მარწყვის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით ვაპირებთ, მაგრამ ძირითადი მომხმარებელი მაინც თბილისში გვეყოლება. მარკეტებში მარწყვი დაფასოებული სახით გაიყიდება“, – აღნიშნა გიორგი დარეჯანაშვილმა.

მისივე თქმით, მარწყვი მოსავალს წელიწადში ოთხჯერ იძლევა და დაკრეფიდან ერთ თვეში უკვე ახალი ყვავილი გამოაქვს.

„მარწყვის მოსაყვანად არანაირ შხამ-ქიმიკატს არ ვიყენებთ, მხოლოდ ბიო პრეპარატებით ვუვლით. გემოც და სუნიც გამორჩეული აქვს, ძალიან ტკბილია“, – განაცხადა დარეჯანაშვილმა.

როგორც გიორგი დარეჯანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მარწყვის მოშენების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ინტერნეტში რამდენიმე ასეთი სათბური ნახა. გიორგი დარეჯანაშვილი სათბურის მოვლის პარალელურად „თი-ბი-სი“ ბანკში, საკრედიტო ჯგუფის უფროსად მუშაობს.

„სურვილი გამიჩნდა მეც გამეკეთებინა ასეთი სათბური. მოვიძიე ინფორმაცია, ვნახე რამდენიმე სათბური, ასევე, კომპანიები ვინც სათბურების გაკეთებაზე მუშაობენ, ვინც სარწყავ სისტემებზე მუშაობენ და ა.შ. ასე გამოკითხვით შევაგროვე ინფორმაცია და ეზოში გავაკეთე სათბური, ამ ეტაპზე 300 კვადრატულ მეტრზე მოვაშენე“, – აღნიშნა დარეჯანაშვილმა.

მისი თქმით, პირველ ჯერზე მარწყვის 1 ტონამდე მოსავალს ელოდება, შემდეგ კი მოსავლის რაოდენობა გაიზრდება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, დარეჯანაშვილი სათბურის გაფართოებას გეგმავს.

 

წყარო: ICK.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s