მოვუწოდებ!!! საერთაშორისო დიპლომატი – გიორგი გვიმრაძე

11111804_10204785095247206_2162521566370601633_n

სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური სიტუცია დაემსგავსა ერთ დიდ თამაშს! სხვაგვარად  ამ მოვლენების შეფასება არ შემიძლია. ქვექყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების ნაცვლად, ვისმენთ ერთმანეთის ლაძღავას როგორც ტელევიზიით, ასევე ბეჭდური თუ ინტერნეტ მედიით. მოვუწოდებ, ვთხოვ, ( როგორც გინდათ ისე გაიგეთ) ყველას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური პარტის ლიდერებს, პროფესორებს, სტუდენტებს, რიგით საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პროფესიიდან. მოდით ერთად, ერთი მაგიდის გარშემო დავსხდეთ ჩამოვაყალიბოთ საკითხები თუ რომელი საკითხი უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს ამ სიტუაციას , რომელი თემაა უპირველესია მოსაგვარებლად. განვიხილოთ,  გამოვთქვათ ჩვენი დასაბუთებული აზრი და ერთად ვიმსჯელოთ.  საბოლოდ შევჯერდეთ თუ როგორ, რანაირად მოხდეს გამოსწორება და განვითარება ამათუ იმ თემის.

დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,  მხოლოდ  პოლიტიკური ქულების დაწერაზე ვიფიქროთ. რეალურად უამრავი პრობლემა გვრჩება მოსაგვარებელი, ამასობაში გადის დრო, საკითხები უფრო კნინდება და განვითარებას აღარ ექვემდებარება. შემდეგ ალბათ კიდევ შეიცვლება ხელისუფლება და დაიწყება იგივე ვინ რა ცუდი გააკეთა წარსულში და რა პოლიტიკური დანატოვარი დახვდათ. სად არის სად?!  ის თემები რაც რეალურ ყურადღებას ითხოვს : უმუშევრობა, განათლების სისტემა, დემოგრაფიული საკითხი, ჯანდაცვა, კანონები, სასამართლო სისტემა, ჩამოთვლას აღარ გავაგრძლეებ დანარჩენი მკითხველისთვის მიმინდია… რატომ აღარავის უჩნება კითხვა თუ რატომ აღარ ხდება იმდენი ყურადღბის მიქცევა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, რაც რეალურად ამ საკითხების გადასაჭრელადა საჭირო.

ვიცით რომ ხელისუფლება შეიცვალა სულ რამდენიმე წელია, გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრი ცუდი გაკეთდა , მაგრამ წარსულია კი არ უნდა ვიტიროთ და გადავყვეთ ცუდ წარსულს, არამედ უნდა ვიფიქროდ დღეს, რა უფრო უკეთესია და მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსათვის.

რეალურ პრობლემებზე არავინს საუბრობს. მხოლოდ გვესმის წარსულში ვინ რა გაკეთა. და ვერ ვხედავთ , არ გვესმის ამ გაფუჭებულის  გამოსწორების მიზნები და სტრატეგიები.

რა არის სრულყოფილი სახელმწიფო, როდის არის ძლიერი?! როდესაც სახელმწიფოს თავდაცვა ძლიერია, როდესაც საგარეო ურთიერთობები განვითარებულია,  როდესაც ქვეყნის შიდა საკითხები მოგვარებულია და გაუმჯობესებისაკენ ვითარდება. ამ თემებში უამრავი სხვა საკითხი ისახება ანუ ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ მივიღოთ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ყველამხრივ.

 

საერთაშორისო დიპლომატი                                                                    გიორგი გვიმრაძე

 

 

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s