სარწმუნოება თუ მოდა!

1175013_10200691666754052_1191419745_n

გვესაუბრება ახალგაზრდა პოლიტიკოსი – გიორგი გვიმრაძე

სამწუხაროდ,  ქვეყანაში ვხედავთ ხშირად ჩვენი სარწმუნოების კრიტიკას, ჩვენი უწმინდესისა თუ ზოგიერთი სასულიერო პირების მიმართ, ასევე საპატრიარქოსი.  ეს გახდა „მოდა“ განსაკუთრებით მედია საშუალების ზოგიერთი გადაცემისათვის, რადგან უფრო ყურებადი გახდეს ესა თუ ის გადაცემა … სირცხვილია და მეტი არაფერი მსგავსი ქმედებები!

გავიხსენოთ ისტორის მანძილზე, ხშირად ებრძოდნენ ჩვენს სარწმუნოებას იმისათვის რომ, დაეკნინებიათ და ერში მათი ავტორიტეტი შემცირებინათ!

ამ ბოლო დროს, ხშირი სახე მიეცა მართლმადიდებლური სარწმუნების უარყოფით კონტექტში მოხსენიებასა და პრობაგანდის გავრცელებას , ნეტა რას ემსახურება ეს ?! ალბათ იმას რომ, ზოგიერთი გადაცემა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გახდეს უფრო ყურებადი ან უფრო მეტი გრანტი მოიპოვონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ჩვენ ამ დროს ვუყურებთ სხვადასხვა სახის გადაცემებს, კი ვწუხვართ მაგრამ არაფერს ვაკეთებთ რომ, მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ.

ეს არ არის კარგის მომასწავლებელი , თუ არ შეწყდა მსგავსი პრობაგანდის გავრცელება შეიძლება მივიღოთ უმძიმესი შედეგი, რასაც ქვია –  ერის დაპირისპირება, სამოქალაქო შუღლი. რაც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს დიდ სამოქალაქო შეხლა-შემოხლაში!

აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ, მკაფიოდ დაფიქსიორს  აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა შეწყდეს მსგავსი პროპაგანდის გავრცელება. თვითვეული  ქმედება მიგვიყვანს დაღუპვამდე.

ხშირად არა ერთი საზოგადოების წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს რომ, არ ხდება ისეთივე უფლებებით სარგებლობა, როგორიც აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რაც შეეხება საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემთვის საბედნიეროდ ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ნუ როგორც ეს პიროვნებები ხშირად ყოფენ მათივე საუბრებში – „ უმრავლესობად და უმცირესობად“, სწორედ ჩვენ ქართველი ერი წარმოვადგენთ ამ ეგრეთ წოდებულ უმრავლესობას, ისევე როგორც ყველა სარწმუნოების  მიმდევარი თავის ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა მათი რელიგიის მიმდევარია.

მაგრამ, გვახსოვდეს ერთი რამ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი ძირითადი რელიგია არის მართლმადიდებლობა, პირველ რიგში პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს სარწმუნოებას და შემდეგ სხვას, ვიმეორებ „ყველა სარწმუნოება პატივსაცემია“!

ყველა სხვა ერის წარმომადგენელი მათ ქვეყანაში უპარატესობას ანიჩებს ეგრეთ წოდებულ „უმრავლესობას“ სარწმუნოებაში, რომელიც მათ ისტორიით მოსდევთ და შემდეგ სხვა სარწმუნოებებს, ეს არ  უნდა დაგვავიწყდეს , რომ ვითხოვთ გავათანაბროთ ყველა კომფესიის მიმდევარი, ჯერ ჩვენ ვცეთ ჩვენივე  შესაბამისი პატივი! და შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე თუ, რომელი კომფესიის წარმომედაგენელი რა უფლებებით სარგებლობს, მას ეკუთვნის დიდი დაფინანსება არ დაფინანსება, ტერიტორიების გადაცემა თუ არ გადაცემა და ა.შ. მაგრამ ამვდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში ისვე როგორც ჩვენი სარწმუნოება არ უნდა შევლახოთ და არ უნდა დავკნინოთ, ასევე ყველა სარწმუნოებას უნდა მივაგოთ სათანადო პატივი.!

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s