საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში- ახალი პოლიტიკური პარტია “საქართველო” დაფუძნდა.

12728767_1150130508338372_3508573383945632998_nსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, გაიმართა ახალი პოლიტიკური პარტიის “საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა.

პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ არჩეულ იქნა-გიორგი ლილუაშვილი,ასევე პოლიტიკური კომიტეტის წევრები.

პარტია “საქართველო”-ს პოლიტიკური კომიტეტის წევრობი: 1.) გიორგი ლილუაშვილი თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი 1.) გურამ მეტეხელი საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 2.) გელა სანიკიძე საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 3.) დიმიტრი გორდელაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი სარევიზიო კომისიის წევრები: 1.) გივი ფიჩხანაშვილი საქართველოს ეროვნული აკადემიის სწავლული მდივანი 2.) იოსებ მაისურაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 3.) ზურაბ ოკუჯავა საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ყრილობაზე პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ვრცალად ისაუბრა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და პრობლემების შესახებ.

მან ასევე წარმოადგინა ეკონომიკური განვითარების კონცეფცია და მკაფიოდ  გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის სისტემების განვითარების გეგმებს.

მისი თქმით “დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არ არსებობს უსწავლელობისთვის სტატუს შეჩერებული სტუდენტები, არამედ არსებობენ მხოლოდ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუს  შეჩერებული სტუდენტები. სამწუხაროდ დღეს თავად ჩვენი სახელმწიფო არ აღიარებს მის მიერვე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს”. გიორგი ლილუაშვილი აპირებს დიდი ყურადღბა დაუთმოს სტუდენტების სწავლის შეწყვეტას სიზარმაცის და უსწავლელობის გამო და არა ფინანსების უქონლობის გამო.მისი აზრით ეს ყველაფერი აამაღლებს საქართველოში სწავლის დონეს და უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომებს მეტ აღიარებას შესძენს.

პარტის თავჯდომარემ გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა:”საქართველოში თავდაცვა არის დაკნინებული და რეალურად ქართულ შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლია საკუთარი ქვეყნის დაცვა. ქვეყნის დაცვა არ არის მხოლოდ “მამაცი გული”, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება შესაბამისი უზრუნველყოფა “.

მან ისაუბრა ასევე პენსიებზე და წარმოადგინა საარსებო მინიმუმის გაანგარიშება 1 ადამიანისთვის 1 თვის მანძილზე და მისი აზრით, სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს მინიმალური პენსიის რაოდენობას.ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იქნას სამუშაო სტაჟი.

12735700_10205986490846944_760043175_n.jpg

საუბარი შეეხო პედაგოგთა პრობლემებზე, მათ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შეეხო ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს. ისაუბრა ძალოვანი ვეტერანების გაუსაძლის მდგომარეობაზე.

 

გიორგი ლილუაშვილი მის მხარდამჭერებს პირობას აძლევს, რომ იმუშვებს მკაფიოდ და გამჭვირვალედ.

 

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s