გია გაჩეჩილაძე – მე ჩამოსულებს არ ვებრძვი, მე ვებრძვი გაუნათლებლობასა და არაპროფესიონალიზმს

923109348b.images.new_photo.shoubiznesi.qartuli.msaxiobebi.gachechiladze

გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „ჯი დი ეს“-ის გადაცემა 2030-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც გაჩეჩილაძემ 2030.news-ს განუცხადა, ის არა სოფლიდან ჩამოსულებს, არამედ არაპროფესიონალიზმსა და გაუნათლებლობას ებრძვის.

„მე ჩამოსულებს არ ვებრძვი. მე ვებრძვი გაუნათლებლობას და არაპროფესიონალიზმს. ყველა საიდანღაც ვართ ჩამოსული და თუ გაინტერესებთ, მე სოფელ წევადან ვარ ჩამოსული. თბილისელი ერთი ხოხობი იყო და ისიც გორგასალმა მოკლა. დანარჩენი ყველა ჩამოსულები ვართ და ძალიან გთხოვთ, ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ლაპარაკს მორჩით”,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი რაიონელი მეგობარი ჰყას,, ვისთან ერთადაც წლის განმავლობაში იბრძოდა.

“ძალიან ბევრი რაიონელი მეგობარი მყავს, ვისთან ერთადაც წლის განმავლობაში ვიბრძოდი! ზუსტად ამ შანტაჟზე მაქვს ლაპარაკი. კონტექსტიდან ამოგლიჯეს ჩემი ფრაზა და ამითი პროვოცირებენ. მიკროფონი ეთიკისა და ზრდილობის ნორმებს არ აუქმებს, ცილისწამება ცილისწამებაა”,-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება 2030-ში გაკეთებულ განცხადებას: “ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს… ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა“,-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ გუშინ, 2030-ში სტუმრობისას.

 

წყარო : 2030-ი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s