მემარცხენე ალიანსის ლიდერი – კახა ძაგანია, მაესტროს მეპატრონეებს რჩევას აძლევს ” ნუ შეგეშინდებათ”!

11854056_1438209736509412_703086791_n

GWNPRESS – ესაუბრა, “მემარცხენე ალიანსი”-ის ლიდერი კახა ძაგანია.

რას ფიქრობთ,  მაესტროში განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით? 

მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, აკლია მეტი სიცხადე და გამჭირვალეობა, ისმის ბევრი კითხვები წილებთან დაკავშირებით.

მეგობრულ რჩევას მივცემ მაესტროს მეპატრონეებს, ნუ შეეშინდებათ, ნუ მოერიდებათ საზოგადოებას ღიად აუხსნან ყველაფერი.

 

როგორ თვლით, ეს მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან,  ტელევიზის ხელში ჩაგდებისა?

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ გვინახავს, ხელისუფლების მხრიდან, ტელეკომპანიების მიტაცების ფაქტები და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

დღეს რუსთავი 2-ში,  ტელე-კომპანია იმედში,  მიმდინარეობს მოწილეთა და მეპატრონეთა ბიზნეს დავები, სასამართლო ხელისუფლების საშუალებით.

ხოლო, ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს უნდათ, რომ საზოგადოების წინაშე მოვლენები წარმოაჩინონ ისე, თითქოს ქვეყანში გამეფებულია უსამართლობა.

ამ რამდენიმე ტელე-კომპანიის, ერთ სიბრტყეში განხილვა სწორია თუ არასწორი?

 

ბევრი პოლიტიკოსი, წინა ხელისუფლების დროს, იმედის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას, ბოლო დროს რუსთავი 2 ის გარშემო, განვითარებულ მოვლენებს და მაესტროს საკითხს, ერთ სიბრტყეში განიხილავს, რაც არასწორია და დიდი შეცდომაა.

წინა ხელისუფლების მიერ, მოხდა პირდაპირ “რეიდერული” თავდასხმა ტელე-კომპანია იმედზე.

რა დროსაც, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, სიმართლის დამტკიცება სასამართლო ხელისუფლების უსუსურობის გამო.

 ისინი ამტკიცებენ, რომ ამ უსამართლობას არჩევნების გზით, ბოლოს ვერ მოუღებენ. ამიტომ ხელისუფლების ცვლილება საჭიროა არაკონსტიტუციური გზით, ანუ რევოლუციით…

ბოლოს, რას ურჩევდით საზოგადოებას?

აჟიტირებულ, პოლიტიკური საზოგადოების ნაწილს კი, ვურჩევდი თავი შეიკავონ დასკვნებისგან მანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s