ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

 

gamogonebad

ქართველმა მოზარდებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა პორტატული ელექტროგენერატორი გამოიგონეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ამ გამოგონებამ “ლეონარდო და ვინჩის” კონკურსზე გაიმარჯვა, ასევე გახდნენ intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელები და Intel ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსზე მიიღეს მიწვევა, სადაც მაისში გაემგზავრებიან. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, თავიანთი გამოგონების შესახებ, გიორგი და ამიკო თავად გიამბობთ.

გიორგი შელეგია:

– მე და ამიკო პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ამ გამოგონებაზე მუშაობა ოქტომბერში დავიწყეთ. გამომგონებელთა კონკურს “ლეონარდო და ვინჩისთვის” ვემზადებოდით. კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. ჩვენი ხელსაწყო ფარადეის კანონზე, ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე მუშაობს, რომელიც მაგნიტურ ნაკადს ენერგიად აქცევს, ამ ენერგიას ვააკუმულირებთ აკუმულატორში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონის დასამუხტად.

ამიკო აფციაური:

– დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ბევრი ენერგია იხარჯებოდა ფუჭად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ენერგიის ახალი წყაროს მოძიება და ამ ხელსაწყოს შექმნა. გვყავდა კონსულტანტები პროფესორი თემურ ჩიჩუა და რუსუდან ბოლქვაძე. ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის, ამ

წარმატებას რომ მივაღწიეთ.

ეს იყო პირველი მცდელობა, როცა ვცადეთ ხელსაწყოს გამოგონება, ვსწავლობდით ფიზიკას და ერთად ვუშაობდით ამ გამოგონებაზე.

– როგორ გამოიყურება თქვენი ხელსაწყო?

– ეს არის ჩვეულებრივი ქამარი, რომელზეც დამაგრებულია ჩამრთველი, შუქ-დიოდი და USB პორტი. გარედან არ ჩანს ეს ყველაფერი, ამას მოყვება სამაჯური, რომლითაც ოთხი ნეოდიუმის მაგნიტია დამაგრებული. გენეტატორი შედგება ქამრისა და სამაჯურისგან, რომელიც ასევე ასრულებს საათის ფუნქციას (იგეგმება SMART WACH-ის ფუნქციის დამატება), აქსესუარი ვიზუალურად არაფრით გამოირჩევა ანალოგებისაგან, თუ არ ჩავთვლით ფუნქციურ დატვირთვას.

– რამდენი ხანი სჭირდება თქვენი ხელსაწყოს დამუხტვას?

– ამ მონაცემებით რაც გავაკეთეთ, აკუმულატორის დატენვას სჭირდება 40 საათი, ეს არის გარანტირებული, პორტატული ენერგიის წყარო, რომელსაც ყველგან გამოვიყენებთ. ვაპირებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას კონკურსისთვის, რომელიც არიზონას შტატში ჩატარდება, ჩვენთან ერთად ამერიკაში კიდევ ოთხი გუნდი გადის საქართველოდან.

 

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s