დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა

12167848_415446371994885_994048451_nსაქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს,  ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე. ბინალი ილდირიმმა  თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერარირებადი რკინიგზა“.

როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, „ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს.  საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით.“

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s