სასწრაფოდ! მზადება არჩევნების გაყალბებისთვის!

სასწრაფოდ! მზადება არჩევნების გაყალბებისთვის!

“სასწრაფოდ! კერძო კომპანიას ესაჭიროება ახალი კადრები საოფისე საქმიანობისთვის. 

მივღებთ როგორც უმაღლესი ასევე საშუალო განათლების მქონე პირებს 18-37 წ.

გრაფიკი დღეში 4-5 საათი.

ანაზგაურება:500 ლარი+ბონუსი”

უკვე რამდენიმე თვეა, ცხადდება ვაკანსია  სხვადასხვა დასაქმების საიტებზე- ერთსა და იმავე კომპანის სხვადასხვა სახის განცხადებები, მხოლოდ ერთი მოთხოვნით პირადობის მოწმობის წარდგენით. ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა ამ გასაუბრებაზე სადაც შეავსებინეს მხოლოდ პირადობის სრული მონაცმები.

მოთხოვნა ამ ვაკანსიაზე საკმაოდ დიდია. გასაუბრებაზე მსურველები 10-10 -ად შეჰყავთ.ჩვენი ჟურნალისტის  რეზუმეს განხილვის შედეგად, უარის გამოცხადება  100% დან 1% იყო, მაგრამ გავიდა დაახლოებით ორი თვე და ისევ იგივე განცხადებები იდება სხვადასხვა პიროვნებების მხრიდან, სხვადასხვა ტელეფონის ნომრით, მაგრამ გასაუბრებაზე ერთი და იმავე მისამართზე გიბარებენ  დილის 10:00 საათიდან 12:00 საათის ჩათვლით. “თან მხოლოდ პირადობა უნდა იქონიოთ”…

ჩვენი ინფორამციით ეს ოფისი ემსახურება საარჩევნოდ მზადებას ” არჩევნების გაყალბებას”, რადგან გასაუბრებაზე რეალურად იბარებენ  მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაიწერონ პირადობის მოწმობის მონაცემები. ჩვენმა ჟურნალისტმა დახლოებით 2 თვე ადევნა თვალი ამ ოფისს, სადაც შესული ბევრი უნახავს ხოლო, აყვანილი არც ერთი. შესაბამისი კადრი ვერ მოიძებნა, როცა რეზიუმეს არც კი კითხულობენ. მთელი გასაუბრება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩაწერაზეა დამოკიდებული და   1-2 შეკითხვაზე ეჭვის გასაფანტად. (რომელი უნივერსიტეტი დაამთავრე? სამუშაო გამოცდილება?)

ჩვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობა საფრთხეშია, ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და გაარკვიონ  რას ემსახურება ეს ოფისი და რისთვის აგროვებენ პირადობის მოწმობებს, როცა რეალურად არავინ აჰყავთ. როგორ შეიძლება 2 თვე ვერ შეავსონ კადრები, როდესაც ხელფასიც მისაღებია და სამუშაო გრაფიკიც.

გთავაზობთ ფოტო მასალას გავრცელებული განცხადებებიდან.

foto2foto

foto3

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s