საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

7.jpgმიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გუნარ ბრაგი სვეინსონისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისთვის მზადება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და რეგიონალური უსაფრთხოება. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობაზე. ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ისლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s