მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვასჟიკოვსკის შეხვდა

42016 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვასჟიკოვსკისთან.

შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას წარმოადგენდა ვარშავის სამიტისთვის მზადება, საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია და ნატო–საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელება. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების შეუფერხებლად მიღების მნიშვნელობაზე. ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და გლობალური გამოწვევები.

მინისტრებს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალზე და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s