მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შესაძლო მიღების საკითხს ეხმაურება

12746115_10206002999539651_422284302_nმოსკოვის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შესაძლო მიღების საკითხს ეხმაურება.

რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი, მეუფე ილარიონი, რომელიც ამავე დროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობს, აღნიშნული საკითხის სირთულეებსა და მართლმადიდებელ სამყაროში არსებულ წესებზე ამახვილებს ყურადღებას.

მეუფე ილარიონის შეფასებით, საზღვრების ცვლილება არ ნიშნავს ავტომატურად საეკლესიო საზღვრების ცვლილებას.

მისი შეფასებით, არსებობენ ადგილობრივი ეკლესიები, რომლებსაც მრავალი საუკუნის გნმავლობაში საეკლესიო საზღვრები არ შეუცვლიათ.

მაგალითად კი მას კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები მოჰყავს.

მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების შესვლის საკითხის განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის შედეგად იქნება მიღებული.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s