საპარლამენტო არჩევნები – თბილისში ვენეციის კომისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ

cropped-cropped-untitled.pngთბილისში მყოფი ვენეციის კომისიის წევრები და ეუთოს ექსპერტები დღეს დილიდან იწყებენ სამუშაო შეხვედრებს.

საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები იქნება, რაზეც საექპსერტო დასკვნა მომზადდება.

პირველ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართავენ. მოგვიანებით პარლამენტში გადაინაცვლებენ სადაც პირისპირ გაესაუბრებიან პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე შეხვდებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დელეგაცია დასკვნას დაახლეობით ერთ თვეში მოამზადებს, სადაც ექსპერტების რეკომენდაციებიც აისახება.

ვენეციის კომისიის ექსპერტებს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. იპოზიცია იმედოვნებს, რომ დელეგაციის საბოლოო დასკვნასში მათი რეკომენდაციებიც მოხვდება. როგორც აცხადებენ, მათი შენიშვნები და ექპსერტების მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა განსხვავებით ხელისუფლების პოზიციისაგან, რომელიც არ აპირებს საარჩევნო კოდექსში 2016 წლისთვის განახორციელოს ცვლილებები.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მათ ვენეციის კომისიის საარჩევნო მოდელთან მაქსიმალურად დაახლოვებული სწოერედ ხელისუფლების საარცევნო ინიციატივაა

ვენეციის კომისიის წევრებსა და ეუთოს ექსპერტებს ინტერპარტიული ჯგუფის წევრებიც შეხვდებიან. უცხოელი ექსპერტების ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ, ეეჭვებათ, რომ მას რაიმე შედეგი მოყვეს.

მათი აზრით დელეგაციის წევრებს ექნებათ შენიშვნები და რეკომენდაციები, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება 2016 წლისთვის რაიმე ცვლილებების განახორციელებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მიმდინარე კვირას საარჩენო კანონმდებლობაში განსახორციელებენ ცვლიებებზე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ პრემიერთან. ისინი იმედოვნებენ, რომ შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s