სასწრაფოდ! გერმანიაში 70-მდე ქართველი, მათ შორის 2 თვის ბავშვი დეპორტაციის მოლოდინშია

4530_bგერმანიაში ქალაქ ბილეფელდთან ახლოს მდებარე თავშესაფარში 70-მდე ქართველი დეპორტაციის მოლოდინშია, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომელთაგაც ერთ-ერთი 2 თვის ჩვილია. ქართველები განმარტავენ, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში და ანტისანიტარიაში იმყოფებიან. რამდენიმე მათგანის თქმით ზოგიერთ ბავშვს სიცხე აქვს, ექიმის კონსულტაცია სჭირდება და შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ.

როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს ადგილზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც გერმანიაში დევნილის თავშესაფარი მოითხოვეს, რაზეც ქვეყანამ უარი უთხრა და ისინი სხვადასხვა დროს მიიყვანეს სპეციალურ თავშესაფარში და მოსთხოვეს 1 კვირის განმავლობაში დაეტოვებინათ საქართველო.

ადგილზე მყოფი ქართველები დახმარებას და ვითარებაში გარკვევას ითხოვენ, თუ რატომ ეთქვათ უარი გერმანიაში დარჩენაზე. მათი თქმით დევნილის სტატუსის მინიჭება ქართველებისთვის თებერვლის შემდეგ განსაკუთრებულად გამკაცრებულია.

ფოტოები რუსთავი 2-ს ადგილზე მყოფმა ქართველებმა მიაწოდეს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s