“ალეკო ელისაშვილს მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა” – ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებზე საუბრობს

ნანა კაკაბაძეამ წუთებში პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც პოლიტპატიმრები მონაწილეობენ. შეხვედრას არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ალეკო ელისაშვილი, რომელმაც სკანდალური პოლიტპატიმრების სიაზე საკითხი წამოჭრა.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების განცხადებით ალეკო ელისაშვილს მოუწევს ყველა იმ ბრალდებებზე განმარტების გაკეთება, რომელიც მისი მხრიდან ისმოდა. კომიტეტის სხდომაზე მისულმა ყველა სტუმარმა მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობას გამოუცხადა.

“აბდაუბდაა და ის ახლართული საუბრები, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ვერანაირი მტკიცებულების და ვერანაირი რაიმე გარკვევის გარეშე, თავისთავად მან გასცა იმ კითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს ემსახურებოდა ერთადერთი იმ ახალ პიარს, რომელიც მან გადაწყვიტა დიდ პოლიტიკაში შემოსასვლელად. მას მოუწევს გასცეს კითხვას პასუხი, რა არგუმენტები გააჩნდა როდესაც იძახდა ამას“ – განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის წევრის ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ბესელია-კობახიძის მიერ განხორციელებული ქმედები სამართლებრივად ხორციელდებოდა.

“არც ერთი იოტის ოდენა ეჭვს არ ბადებს ის საქმეები თუ როგორ მოქმედებდნენ ბესელია-კობახიძის ეგრეწოდებული ტანდემი და კომიტეტი, ეს იყო წმინდა წყლის სამართლებრივად განხორციელებული ქმედებები, რომელიც ამ ადამიანებმა განახორციელეს, რაც შეეხება ეჭვებს ეს არის სრული აბსურდი“ – აღნშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

 

წყარო : რუსთავი2

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s