“სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო მიუღებელი,”-ეკა ბესელია

ეკა ბესელიაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

მისივე განცხადებით  ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობდა, რომლის დიდი ნაწილიც განადგურებულია, თუმცა  ძალიან ბევრი მასალა როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს თანამშრომლების მხრიდან არის გატანილი და ყველა ეს ქმედება არის დასჯადი.

„სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის,”-აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s