18 დღე მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდე

12714313_497300953810279_1160589924_n.jpgსირიის დასაცავად რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევს,  რადგან 18 დღის განმავლობაში საუდის არაბეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე 25 ქვეყნიდან 350 000 ჯარისკაცის, 20 000ტანკის, 2 450  სამხედრო თვითმფრინავისა და 460 ვერტმფრენის მასიური კონცენტრაცია იგეგმება.

„ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოში დაბრუნდება“– აცხადებს სირია.

რუსეთის განცხადებით ნებისმიერ ქვეყანა, რომელიც სირიის თანხმობის გარეშე თავის სამხედრო ძალას გზავნის, ომის გამომცხადებლად ჩაითვლება.

მედიის ინფორმაციით ე.წ  სამხედრო „წვრთნაში“ მონაწილეობას ათასობით ჯარისკაცი მიიღებს

საუდის არაბეთის მედიის ცნობით ჰაფერ ალ-ბატინში (საუდის არაბეთის ჩრდილოეთი) დაგეგმილ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას სპარსეთის ყურის არაბი ქვეყნებიდან მობილიზებული 350 000 ჯარისკაცი მიიღებს.

გარდა მასიური სამხედრო ძალისა აღნიშნულ „წვრთნაში“, რომელსაც „ჩრდილოეთის ჭექაქუხილი“ ჰქვია,  მონაწილობას 2 540 სამხედრო თვითმფრინავი, 20 000 ერთეული ტანკი და 460 ვერტმფრენი მიიღებს. აღნიშნული „წვრთნა“ 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „წვრთნების“ მიმდინარეობისას საუდის არაბეთის საჰაერო სივრცე დახურული იქნება.

მედია იუწყება, რომ აღნიშნული  „წვრთნა“ რეგიონის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნა იქნება. თუმცა „super station 95“ კვლევის მიხედვით ასეთი მასშტაბების წვრთნა არასდროს არსად ჩატარებულა. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ აღნიშნული „წვრთნა“ არის თაღლითობა და „წვრთნის“ არსს არ ატარებს. ეს არის დამპყრობელი ძალა, რომლის ამოქმედებაც ომს ნიშნავს.

„წვრთნებში“ მონაწილე  25 ქვეყნის შორის არის ეგვიპტე, სუდანი, პაკისტანი და სხვა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები.

მანევრები  საფრთხის შემცველი მას შემდეგ გახდა, რაც საუდის არაბეთმა მზადყოფნა გამოაცხადა მიიღოს მონაწილეობა და შესთავაზოს თავისი ტერიტორია სირიაში შესაჭრელად იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს მეთაურობით კოალიცია  მსგავსი ოპერაციის დაწყებას გადაწყვეტს.

საუდის არაბეთი იმ კოალიციის წევრია, რომელიც სირიაში რეიდებს ახორციელებდა. 2014 წლის სექტემბრიდან საჰაერო დარტყმები სირიის მთავრობის თანხმობისა და გაერთიანებული ერების მანდატის გარეშე ხორციელდებოდა.

საუდის არაბეთში აღნიშნული წვრთნა სირიაში სახმელეთო შეჭრისთვის მზადებას წარმოადგენს.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ- მოლემმა შაბათს განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს დაუსჯელად დაესხას თავს სირიას.

 „ნურავის ჰგონია, რომ შეძლებს დაუსჯელად თავს დაესხას სირიას და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი. გარწმუნებთ, ნებისმიერი აგრესორი შინ ხის კუბოთი გაემგზავრება“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, პაველ კრაშენინნიკოვმა საუდის არაბეთი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი სამხედრო სახმელეთო ოპერაცია სირიაში დამასკუსის თანხმობის გარეშე აღქმული იქნება ომის გამოცხადებად.

წყარო: euronews.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s