Freedom house“-ის 2016 წლის კვლევის მიხედვით საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიცხვში მოხვდა

12736900_497626503777724_488334594_oსაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Freedom house-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. თავისუფლების რეიტნიგში საქართველოს 100 ბალიანი სისტემით 64 ქულა აქვს მინიჭებული.  პოლიტიკური უფლებების კუთხით  7ქულიანი სკალით, სადაც 7 ქულა ყველაზე მეტად არათავისუფალ ქვეყნებს აქვთ მინიჭებული, 1 კი ყველაზე თავისუფალს,  საქართველოს რეიტინგი 3 ქულით განისაზღვრა. საქართველოს რეიტინგი სამოქალაქო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კუთხით ასევე 3 ქულას შეადგენს.

„freedom house“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მსოფლიო კრიზისმა მოიცვა, რომელიც  დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან ქსენოფობიური სენტიმენტებით არის განპირობებული. აღნიშნულმა პროცესებმა იმ ქვეყნების ეკონომიკა დაიქვემდებარა, რომლებიც ბუნებრივ რესურსებზე არის დამოკიდებული და იქამდე მიიყვანა, რომ ავტორიტარული რეჟიმები უფრო მკაცრად დაუპირისპირდნენ დანარჩენ მსოფლიოს. უკვე მეათე წელია, რაც მიმდინარე პროცესები  ქვეყნების გლობალურ დამოუკიდებლობას უკან სწევს.

 „freedom house“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით :

  • გლობალური თავისუფლების კუთხით უკუსვლის მაჩვენებელი 72 ქვეყანაში ფიქსირდება
  • აღნიშნულის ხარჯზე მხოლოდ 43-მა ქვეყანამ მოიგო.
  • ბოლო ათი წლის განმავლობაში 105-მა ქვეყანამ უკუსვლა აჩვენა და მხოლოდ 61 ქვეყანამ აჩვენა გაუმჯობესება
  • შუა აზიისა და ჩრდილო აფრიკის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე ცუდი შედეგებით გამოირჩევა. (მათ ევრაზია მოჰყვება)

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Freedom house-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ბოლო დეკადის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილება გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაში დაფიქსირდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s