სასწრაფოდ! სანდრო გირგვლიანის საქმის სკანდალური დეტალები –

download (4)ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” იმ ვიდეოკასეტის შესახებ საუბრობს, რომელზეც ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის წამებაა ასახული.

2006 წლის 13 თებერვალს თქვენი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, ვაჟა-ფშაველას N95-თან, ავტომატომამრჯვებულმა და ჩასაფრებულმა მკვლელმა, რომელსაც ტაქსი ელოდებოდა, სამჯერ გესროლათ! თქვენ მაშინ სიკვდილს სასწაულით გადაურჩით, მაგრამ ფეხში დაიჭერით. საინტერესოა, ამ დანაშაულის გამოძიებამ რა შედეგი გამოიღო?

ეს საშინელი შემთხვევა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან მე-17 დღეს მოხდა, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე “ასავლ-დასავალში” გამოვაქვეყნე ედუარდ შევარდნაძის ვრცელი ინნტერვიუ-აღსარება, სადაც მან აღიარა, რომ ჟვანია მოკლეს, 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი იყო სპექტაკლი, ხოლო უფრო მეტიც – “ვარდების რევოლუცია” – დაგეგმილი და შეთანხმებული აქცია! შევარდნაძემ ჯორჯ სოროსი და მადლენ ოლბრაიტი დაასახელა “ვარდების რევოლუციის” რეალურ ავტორებად. რაც მთავარია, შევარდნაძემ ინტერვიუს ბოლოში თქვა, რომ მან იცოდა, თუ როგორ მოკლეს სანდრო გირგვლიანი და რომ გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლებას გადაიყოლებდა. აქ დამთავრდა ინტერვიუ, რომელიც მომდევნო ნომერში უნდა გაგრძელებულიყო! არ ვიცი შევარდნაძეს უსმენდნენ თუ რას შვებოდნენ, მაგრამ პარლამენტიდან რომ გამოვდიოდი, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დამეწია და მკითხა, – ქალბატონი მაყვალა ბერიანიძე თქვენ ბრძანდებით? – დიახ, მე გახლავართ-მეთქი! – აი, ეს ვიდეოკასეტა ნახეთ! და პალტოს ჯიბეში ჩამიდო ვიდეოკასეტა.

– ეს ხდება 2006 წლის 13 თებერვალს?

დიახ, ზუსტად იმ დღეს, როცა თავს დამესხნენ! წარმოდგენა არ მქონდა თუ რა იყო ამ კასეტაზე. მე და ჩემი მეუღლე პარლამენტიდან მანქანით რომ წამოვედით და ჩვენს სადარბაზოსთან მოვედით, მეუღლემ რაღაცაზე დამიძახა, დავიხარე და ამან გადამარჩინა, თორემ ტყვია პირდაპირ თავში მომხვდებოდა. გაისმა მეორე და მესამე გასროლის ხმაც… მთელი კორპუსი შეიყარა… მე უკვე ფეხში ვიყავი დაჭრილი. საავადმყოფოში ის კასეტა დაიკარგა, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა მენახა!

– რა იყო ამ კასეტაზე ასეთი?

როგორც მოგვიანებით დავადგინე და გავარკვიე, ამ კასეტაზე, თურმე, ასახული ყოფილა სანდრო გირგვლიანის წამება ოქროყანის სასაფლაოზე!

– ეს სკანდალია!

დიახ, ამას პირველად ვამბობ ინტერვიუში! როცა საავადმყოფოდან გამოვედი, ვერ დავდიოდი, რადგან ნერვი მქონდა დაზიანებული. სახლში ვიყავი, როცა აწ განსვენებულმა ავთო იოსელიანმა დამირეკა… ავთო ჩემს პუბლიკაციებში არცთუ მთლად სახარბიელოდ მყავდა მოხსენიებული და ეგონა, რომ ეს თავდასხმა სწორედ მას დავაბრალე! მთხოვა, თუ შეიძლება გნახავთო! ცოტა არ იყოს, დავიბენი, – რა გინდათ, თქვენთან რა საქმე მაქვს-მეთქი?! ჩემი ბიჭი მაშინ პატარა იყო, სადარბაზოსთან დახვდა ავთოს და სახლში ამოიყვანა. ავთომ მითხრა: – ვინაიდან “შარდენ-ბარი” ჩემია, არ მინდა, გეგონოს, თითქოს შენ ჩემმა ხალხმა გესროლა! მინდა, თავის დასაცავად დაგიტოვო ის კასეტა, რომელიც საავადმყოფოში ამოგაცალესო! ავთოს ვუთხარი, – არ მინდა ეგ კასეტა, ახლა გინდათ რომ სახლში ჩამცხრილონ-მეთქი?! ავთომ იძალა და სახლში ჩამირთო კასეტა, რომლის მსგავსი საშინელება არ მინახავს, არც წარმომედგინა და არც გამიგონია! ეს იყო რაღაც უბედურება, ენით აუწერელი ტრაგედია!

– ქალბატონო მაყვალა, მაინც, რა ნახეთ ასეთი?

ვერ გეტყვით, ამის აღწერა შეუძლებელია! გადაღებულია სანდრო გირგვლიანის უღვთოდ წამება, როგორ სერავენ დანებით, როგორ თლიან, როგორ ჩეხენ. ღმერთო, ეს რა ვნახე! ამის აღწერა არ შემიძლია! ცხონებულ ირინა ენუქიძეს ვიცნობდი და მინდა გითხრათ, რომ ამ კასეტის ნახვით მე მასზე ადრე მოვკვდი! ავთო იოსელიანს პირდაპირ ვუთხარი, წაირეთ ეს კასეტა! მან მიპასუხა: მინდოდა, თქვენთვის დამეტოვებინა, ეს კასეტა დაგიცავთ! რომ გვაიძულეს და მათთვის სასარგებლო ჩვენებები მიგვაცემინეს, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემს თავს არ დავიცავო!

– კასეტა არ დაიტოვეთ?

არა, ავთო იოსელიანმა წაიღო! ჩემს შვილის გამო მეშინოდა და იმიტომ არ დავიტოვე,ესენი, ეს ნაძირლები და სადისტები, მაშინ 2006 წელსაც ყველაფერს იღებდნენ და ეს რომ იმ დროს მეთქვა, კაციშვილი არ დამიჯერებდა! ეჭვი მაქვს, რომ ავთო იოსელიანს სააკშვილის რეჟიმი სიკვდილში “დაეხმარა”.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s