საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

NE5A8911საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.  საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელძღვანელი თბილისს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში ეწვია. მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობენ.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მინისტრები ხელს მოაწერენ თბილისის განცხადებას და მოინახულებელ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s