უფლებადამცველი ოთარ ბექაური მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება

11025135_1402813656695294_1927318169851721801_nმინდა  გამოვეხმაურო  მაგდა  პაპიძის  საქმესთან  დაკავშირებით  პროკურატურის  მიერ გავრცელებულ  ახალ  გარემოებებს. ბატონებო, არ გეჩვენებათ  რომ  ამ  საქმეში  ბევრი  უზუსტობაა:

1)პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ამტკიცებენ რომ მაგდას ხელში უჭირავს ურო. ვიდეომტკიცებულებას თუ დავუკვირდებით, საერთოდ არ ჩანს რომ მაგდას ურო უჭირავს.იქნებ ცოცხია ან ხვა რამე… ამხელა ტარით შესაბამისაც დიდი ურო იქნება და ამხლა უროს ერთი პოლიეთილენის პარკი უძლებს?

2) პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, მკვლელობის მოტივად მიჩნეულია ის რომ მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს ქმარი არ უყვარდა. (მოტივია, მოტივის უნახავს გაგხდის კაცს)

3) ტოლჩით დადიოდა და რეცხავდა თავგაჭეჭყილი კაცის სისხლს, თან დღიურში იწერდა რა უნდა ეყიდა. რა გარანტია ჰქონდა როცა ტოლჩით დარბოდა რომ დედამთილი არ შემოხვდებოდა ოთახში, დაბმული ჰყავდა?! ჩაატარონ ცდა და გვანახონ 50 კილოგრამი გოგო როგორ გაწევს გვამს. ან დედამთილმა არ თქვა შევიხედე და “პუფში” იჯდაო? ჯერ დაისვენა და მერე დაუწყო გვამებს თრევა? პლუს თუ დღიურში ადგენდა გეგმებს, მაშინ მოწმეებსაც მოიშორებდა ხომ? რომელი სულელი გეგმავს მკვლელობას, შემდეგ ამ ყველაფერს დაწერს ფურცელზე და ტელევიზორის თავზე შემოდებს?

 

ახლა რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს: ჩვენებაში აღწერილია რომ თითქოს ლანა პაპიძე ამბობს მაგდა ცუდად ექცეოდა ბავშვს, სცემდა და ჩაგრავდა. რასაც ლანა პაპიძე კატეგორიულად უარყოფს ჩემთან საუბარში. რადგანაც ლანა ითვლება ბრალდების მოწმედ და მას არ აქვს აქტიურობის უფლება, მოგახსენებთ მის პოზიციას: ლანა პაპიძე პროკურატურისგან მოითხოვს, ამოიღონ მისი დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი და აჩვენონ სად ამბობს რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე თავის მცირეწლოვან შვილს სცემდა და ჩაგრავდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s