დავით ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება ციხისძირის 1 ლარად გასხვისებულ ნაკვეთებთან დაკავშირებით

kj.pngრესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა ციხისძირის  მიწის ნაკვეთების თაღლითურად გასხვისების ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა:

“აი მომკალით და ბიძინამ რომ ხეების გადარგვა დააპირა, ეს რანაირადაა მიშას ბრალი, არაფრით არ მესმის. ჩემის აზრით სრულიად წამგებიანი კონტრპიარია ამ ოფშორზე ხმაურის ატეხვა რამდენიმე მიზეზის გამო.

ა) მიშამ ვის რა მიჰყიდა ერთ ლარად თუ სამშაურნახევრად, ეს არანაირად არ ამართლება ან ამტყუნებს ხეების გადარგვის მიზანშეწონილობას. ანუ ეს თემა იმ თემას არანაირად არ უკავშირდება. იმედია იმ სისულელეს აღარ იტყვიან, ნაცების ნაყიდ მიწაზე არ უნდოდათ ხეების გამოტარება იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ გაეგო ეს მიწა რომ ნაცებისააო. მსგავსი “სიბრძნე” ერთხელ მოვისმინე და იმედია აღარ გაიმეორებს არავინ.

ბ) ოფშორში რეგისტრირებული ფირმისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა არაა კანონდარღვევა. ვერანაირ კრიმინალს აქ ხელისუფლება ვერ დაამტკიცებს, რასაც კარგად გამოიყენებს ნაცმოძრაობა. ხოლო მარჩიელობა იმის შესახებ, ეს მიწა მიშამ თავისთვის წაიღო, კეზერას გადაულოცა თუ ვიღაც იდუმალ ნაშას უფეშქაშა, დააზარალებს მხოლოდ ხელისუფლებას, მიშა კი ივლის საერთაშორისო კონფერენციებზე და ძაან ბევრს თუ გავაჩმახებთ, შეიძლება უკრაინის პრემიერმინისტრადაც დანიშნონ.

გ) ეს ხმაური დააზარალებს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ხეების გადარგვის თემა, რომელმაც ისედაც არაადეკვატურად აქტუალური იყო, კვლავ ინარჩუნებს არაადეკვატურ აქტუალურიობას, მაგრამ ამას უკვე ემატება წინა ხელისუფლებისთვის ყველაფრის გადაბრალების მომენტი, რაც ისედაც იყო ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაკლი და საერთაშორისო დონეზე ხომ მთლად ყელში აქვს ყველას ამოსული. ასეა ეს ამბავი თუ გინდათ, თუ არადა რაც გინდათ ის ჰქენით. მე ჩემი გითხარით და…”-წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s