21 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება

30cd0d600133.jpgგარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. მათ შორის მოთოვს ბაკურიანში და გუდაურში.

ასევე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

21 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 11-16 გრადუსის ფარგლებში.

22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s